აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მამუკა ბახტაძეს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის

0
510

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

“გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება”, – წერს ჯონ ბოლტონი.