გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

0
257

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები საქართველოში.

„შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here