ევროპაში H&M-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA გაიყიდება

0
632

კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავი მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში მდებარეობს.