დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

0
601

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე შენობაში გაიმართება, რითაც პარლამენტი დედაქალაქში საქმიანობას სრულად გაანახლებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.