Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

0
400

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაურესდა და 100-დან 63 ქულა აქვს. ცნობისთვის, საქართველოს გასულ წელს 64 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. აღნიშნული კრიტერიუმებით საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული.

2019 წლის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნებია ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. მათ მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ მინიჭებული.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here