ბარსელონასა და რეალის მატჩი ფრედ დასრულდა

0
271

ესპანეთის თასის 1/2 ფინალური მატჩი კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

ნახევარფინალის პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ გაიმართა. შეხვედრის მე-6 წუთზე „ბარსელონას“ კარებში გოლი ესპანელმა ლუკას ვასკესმა გაიტანა.

კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრებმა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს: გოლი 57-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მალკომმა გაიტანა.

განმეორებითი მატჩი, “ბერნაბეუზე” 27 თებერვალს გაიმართება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here