სტამბოლში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავდა

0
629

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 12 ადამიანი. აქედან შვიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. იქ არსებულ 14 ბინაში 43 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ზედა სამი სართული უკანონოდ იყო დაშენებული.