ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო!

0
559
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.
ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.
მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში გამართულ ტურნირზე საერთო ჯამში 4 მედალი მოიპოვა: ოქროს მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) აიღო, ბრინჯაოს მედლებს კი თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) დაეუფლნენ.