შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

0
475

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა.

სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.