ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. სასტუმრო ჰუალინგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც 30 ხმის უფლების მქონე დელეგატიდან ყრილობას 28 დაესწრო და ყველამ კობიაშვილს დაუჭირა მხარი.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.