„ევროპული საქართველო“ დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს

0
552

„ევროპული საქართველო” ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგენკოს პარლამენტში იბარებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის სისტემა საქართველოში მოშლილია.

ხოშტარიას თქმით, სოციალური მუშაკები ალაპარაკდნენ და საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები ჩამოაყალიბეს.

„აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე, როდესაც 240-დან 200 სოცმუშაკის გაფიცვა მოხდება. ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა: ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიცია დავით სერგეენკოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს და მოუწოდებს სოციალურ მუშაკებთან მიმდინარე მედიაციის პროცესში გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები.