ერევანში, სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ბრიგადა.
ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარს სირთულით მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული.
როგორც უწყების სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, უკვე დაიწყო მუშაობა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ანტიკრიზისულმა ცენტრმაც.