2018 წელს 182.2 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები არ შესრულებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.
12 კაპიტალური პროექტის შესასრულებლად ბიუჯეტიდან ჯამში 182 200 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ის წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა.
პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა – პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა.
· ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა- გამოყოფილი იყო 10 მლნ ლარი.
· მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა- გამოყოფილი იყო 5 მლნ ლარი.
· ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია –
გამოყოფილი იყო 25 მლნ ლარი.
· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა- გამოყოფილი იყო 53 მლნ ლარი.
· მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა- გამოყოფილი იყო 10 მლნ ლარი
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა- გამოყოფილი იყო 25 მლნ ლარი
· საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი – გამოყოფილი იყო 1 მლნ ლარი
· ქობულეთის წყალარინების პროექტი- გამოყოფილი იყო 3 მლნ ლარი
· თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი – გამოყოფილი იყო 10,2 მლნ ლარი
· აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – გამოყოფილი იყო 4 მლნ ლარი
· თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – გამოყოფილი იყო 25 მლნ ლარი