ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

0
567

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი გახდა.

ამის შესახებ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გია ვოლსკი ჩაანაცვლა.

ამასთან, მისი თქმით, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა – პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.