საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 52:3 დაამარცხა

0
703

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა “აია არენაზე” გერმანია 52:3 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით ერთი ტურით ადრე უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მომდევნო მატჩს კი „ბორჯღალოსნები“ რუსეთის წინააღმდეგ კრასნოდარში,17 მარტს, 16:00 საათზე გამართავენ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, საქართველოს ნაკრებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს და სამი ტურის შემდეგ 1 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოს, მე-6 ადგილზე იმყოფებიან.