ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში თავდასხმას 49 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა

0
652

BBC-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ახალი ზელანდიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, ეს ყველაზე საშინელი მასობრივი თავდასხმაა ქვეყნის ისტორიაში.

გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მობილიზებულია სამართალდამცველთა დამატებითი ძალები.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია 4 ადამიანი, 3 კაცი და 1 ქალი.

ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც თავის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტს პირდაპირი ეთერით აქვეყნებდა.