პარლამენტში 22 მარტს​ ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

0
228

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს 22 მარტის პლენარულ სხდომაზე მიმართავს, რა დროსაც, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად, ინტერპელაციის წესი ამოქმედდება.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით და გულისხმობს შემდეგს: პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი, კონკრეტული.

რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here