საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა

0
885

ქალაქ კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დასკვნით შეხვედრაში ანგარიშით 22:6 დაამარცხეს.

მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი ანგარიში გაიზარდა.

ცნობისთვის, რუსეთის ნაკრებამდე, ბორჯღალოსნებმა რუმინეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ქართველებმა ტურნირის ჩემპიონები ოფიციალურად გახდნენ.