არსენ ავაკოვი – მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში ჩამოსვლის შესახებ 300-დოლარიანი პიარია

0
243

უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული 300-დოლარიანი პიარია.

არსენ ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირველ აპრილს უკრაინაში ვერ ჩავა.

„პირველი აპრილის ამბავი 300-დოლარიანი პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა. მას არ შეუშვებენ, რადგან მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით “, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერვიუს დროს.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიზეზად საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს და შედეგად ქვეყანაში მის შესვლას ხელს აღარავინ შეუშლის.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here