თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

0
247

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here