თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

0
531

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი. შემთხვევის ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.