ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

0
327

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 12 000 – მდე კანდიდატი; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600 – მდე სტუდენტი დარეგისტრირდა . გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და პირველი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი, აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები – ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here