თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს

0
253

თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს. ახალი ავტობუსებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here