რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს

0
343

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სტამბოლში მერის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ ერდოღანმა შედეგების შეფასებისას განაცხადა.

„კანონის მიხედვით საარჩევნო ურნებთან მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ზოგიერთ უბანზე ეს მოთხოვნა არ იყო დაცული.

თუ ისეთ ქალაქში, როგორიც სტამბოლია, სადაც 11 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმებს შორის სხვაობა 30 ათასს შეადგენს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ ეს სხვაობა 13 ათასამდე შემცირდა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ყველა ეჭვი უნდა გაქრეს. ამ სიტუაციამ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გაუქმებაც კი გამოიწვიოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს გაიმართა. სტამბოლის მერად მოქალაქეებმა „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ აირჩიეს. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს აჯობა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here