კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება

0
263

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადეს.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, გამოიყო 8 ძირითადი სატყეო სექტორი და ამ ინვენტარიზაციამ მოგვცა საშუალება, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გამოყო გრანტი ამ სატყეო კვლევების საფუძველზე და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე მოეწყობა დაახლოებით 6 – კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას დააკავშირებს მთაწმინდასთან. ასევე, ამ ბილიკებზე, ერთი მხრივ, მოეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე გადმოსახედები და ეს ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.

ასევე ადგილობრივებს შეეძლებათ, ისეთ სივრცეებს გაეცნონ თბილისში, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე მოხდება 20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებები. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის ლანდშაფტის ახალ სივრცეებს აგვათვისებინებს ტურისტული მიზნით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here