მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება

0
337

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან  დაკავშირებით. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც ჰქონდათ, არ იყო საკმარისი, რათა მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და მომხდარიყო მათი ჩანაცვლება. გვთხოვეს, რომ B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აიკრძალება ასევე „B კატეგორიაში“.

მათ აქვთ წელიწადნახევარი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები. კარგად გვესმის იმ ადამიანების, გვესმის არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში გააგრძელონ საქმიანობა, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here