პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

0
204

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, 2 მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here