ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

0
593

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამის ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. თურნავა აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

მან მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.