საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მან სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Наш – ის ეთერში განაცხადა, რომ უკვე შეძენილი აქვს ბილეთი და იურისტის დახმარებით, აკრძალვის გაუქმებაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.
„მე მაქვს ბილეთი და უკვე მივმართე ხელისუფლებას, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა გააუქმონ, რომელიც პეტრო პოროშენკომ უკანონოდ დააწესა. უსამართლობაა ჩემი უკრაინიდან გაშვება, რომელიც მე ისევე მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილმა მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა.