ვარშავა-ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება

0
292

პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, პოლონურ ავიაკომპანია „Enter Air“-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ბათუმის მიმართულებით, მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა გასცა.

ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ფრენები 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულდება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here