პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

0
336

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.
ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთშაბათს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა. პარასკევს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ვახტანგ გომელაური წარადგენს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here