სამ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.3 მლრდ ლარი შევიდა

0
269

მიმდინარე წლის სამი თვის განამვლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2.3 მლრდ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები შევიდა. აღნიშნულ მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს

ამასთან, მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში 2.6 მლრდ ლარი შეადგინა და 119 მლნ ლარით (4.8%-ით) გადააჭარბა პირველი კვარტლის გეგმურ მაჩვენებელს.

2.6 მლრდ ლარიდან 90% , ანუ 2.3 მლრდ ლარი საგადასახადო შემოსავლებია, 177 მლნ ლარი გრანტები, 86 მლნ ლარი კი სხვა შემოსავლები.

რაც შეეხება შესრულებას წლიურ გეგმასთან მიმართებაში, სამ თვეში მობილიზებულია გეგმური სახელმწიფო შემოსავლების 24.6%.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here