21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

0
908

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე  აღინიშნება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.