NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სასწრაფო დახმარების მუშაობით კმაყოფილია

0
1503

 NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სასწრაფო დახმარების მუშაობით კმაყოფილია.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი, ან უკმაყოფილო ხართ შემდეგი დაწესებულებების მუშაობით, დაწესებულებების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: სასწრაფო დახმარება – კმაყოფილი ვარ 66%, არც კმაყოფილი, არც უკმაყოფილო 19%, უკმაყოფილო 5%, არ ვიცი 10%. იუსტიციის სახლები – კმაყოფილი 56%, არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო 21%, უკმაყოფილო 2%, არ ვიცი 20%. მერია, რაიონის გამგეობა – კმაყოფილი 19%, არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო 38%, უკმაყოფილო 14%, არ ვიცი 28%. საკრებულო – კმაყოფილი 17%, არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო 38%, უკმაყოფილო 11%, არ ვიცი 33%. სასოფლო-სამეურნეო ცენტრები – კმაყოფილი 15%, არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო 30%, უკმაყოფილო 4%, არ ვიცი 50%. პოლიციის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 44%, არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო 30%, უკმაყოფილოა 6%, ხოლო 19%-მა არ იცის.
რაც შეეხება სახანძრო-სამაშველო სამსახურს – 34% სამსახურის საქმიანობით კმაყოფილია, 29% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, 2% კი უკმაყოფილოა, ამასთან, 35 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. გუბერნატორის ოფისის მუშაობით კმაყოფილია 7%, არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო 33%, უკმაყოფილოა 4%, ხოლო უმრავლესობას, 54%-ს კითხვაზე პასუხი არა აქვს.