საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მათთვის მისაღებ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.