თურქეთში ოპოზიციური მედია დააყადაღეს

0
1354

თურქეთში, მთავრობამ, ერთ-ერთი ოპოზიციური მედია ჯგუფ “იფექ-ჰოლდინგი”-ში შემავალი ტელევიზიები და გაზეთები დააყადაღა. მთავრობამ, “კოზა-იფექ” მედია ჯგუფში გაერთიანებულ “Bugün”-ისა და “Kanaltürk”-ის ტელევიზიების, “Bugün”-ის გაზეთისა და მასში შემავალი 25 სხვადასხვა კომპანიის თვითმართველობაში თავისი მხარდამჭერები დანიშნა. თვითნებური ქმედება ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში ‘მედიისა და კაპიტალის ხელში ჩაგდებად’ შეაფასეს და კვირის ბოლოს ჩასატარებელი არჩევნების წინ გაკეთებას გაუსვეს ხაზი.

“კოზა-იფექ” ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქინ იფექი ტელევიზიის საშუალებით საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, მისი მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ქმედებები,მმართველ პარტიასთან ახლოს მყოფი გაზეთებისა და მედია საშუალებების ჯგუფში არყოფნის და დამოუკიდებლ მედიად დარჩენის გამო ხდება. აქინ იფექი მმართველ პარტიასთან ახლოს მყოფ მედია საშუალებებზე მითითებით “ცილისწამებელ და ქრთამის ამღებ ჯგუფში ყოფნას მირჩევნია როგორც ღარიბმა ისე ვიცხოვრო.”- განაცხადა მან.

ღამით მომხდარი ინციდენტის გახმაურების შემდეგ გაზეთის და სატელევიზიო შენობების წინ ათასობით მკითხველთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც მოვიდნენ. ქვეყანაში არჩევნების წინ თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობა, თურქული პრესის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება აღნიშნეს პარტიის ლიდერებმა და მმართველ პარტიას არასწორი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

თავისუფალი მედიის მიმართ ზეწოლას ევროპა და ამერიკაც გამოეხმაურა. აშშ-ის კონგრესში 65-მა წევრმა, თურქეთში, მოახლოებული 1 ნოემბრის არჩევნების წინ მედიაზე ზეწოლის და უკანონობის მიმართ შეშფოთება, პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე წერილის მიწერით გამოთქვეს. წერილში კონგრესის წევრები, 7 ივნისის არჩევნები საკმაოდ დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მოახლოებული 1 ნოემბრის არჩევნების წინ ატმოსფეროს დაძაბულობის გამო ობამას აფრთხილებენ. კონგრესის წევრებმა, ამერიკის პრეზიდენტისგან თურქეთში არჩევნების თავისუფალ, ღია და სამართლიანად ჩატარებისთვის მხარდაჭერა მოითხოვეს.

მმართველი პარტიის “კოზა-იფექ” ჰოლდინგთან დაკავშირებით მიღბული გადაწყვეტილება ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკა ქელერმაც გააკრიტიკა და მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.

წინასაარჩევნოდ თავისუფალი პრესის მიმართ განხორციელებული ქმედებები ‘ძალიან შემაშფოთებელია’ განაცხადა ქელერმა და აღნიშნა, რომ გასულ კვირას თურქეთში ვიზიტისას ძალიან ბევრ ჟურნალისტთან შეხვედრის საშუალება ჰქონდა, ამ შეხვედრების შემდგომ კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთებამ, იფექ მედია ჯგუფზე განხორციელებული ქმედებაც ამ შშფოთებას ადასტურებს.-განაცხადა მან.

პრესის თავისუფლება დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნა ქელერმა, “ჟურნალისტებზე თავდასხმა თუ არსებობს, მედია ინსტიტუტების ხელში ჩაგდება და დაყადაღება არსებობს, მაშინ დემოკრატია არ იმუშავებს”-განაცხადა მან.