თბილისის გარკვეულ დასახლებებს დღეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება
დროებით შეეზღუდებათ.
კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, შეშელიძის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივი IV მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, ბახტრიონის, ლვოვის, ონიაშვილის, მგალობლიშვილის, გაგარინის, მელიტონ ქანთარიას, ვიტალი დარასელიას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.