15-18 დეკემბერს თბილისში „სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ, 10:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად გახნის, რომლის ინიციატივითაც “საქართველოს სოლიდარობის ფონდი” შეიქმნა.
ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვივნენ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ინოვაციური დაფინანსების კუთხით ფილიპ დუსტ-ბლაზი და გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი.
„2015 წლის აგვისტოში „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში (Leading Group on Innovative Financing for Development) გაწევრიანდა. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საკითხებში საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი
საზოგადოება თბილისში „სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება