თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
1178

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს (სულ 1 157 აბონენტს) შეეხება.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოსა და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 329 აბონენტს). ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს).
ვაკის რაიონში 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 755 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს (სულ 178 აბონენტს).
კრწანისის რაიონში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სამღებროს, თუმანიანის, ნაკაშიძის, კოტე აბხაზის და საადის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 219 აბონენტს).
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 35 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის “კუმისი” ტესტირების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს (სულ 121 აბონენტს).
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.