დავით ნარმანიამ მერის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილი წარადგინა

0
1012

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი წარადგინა.
როგორც ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლილუაშვილი ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს აღნიშნულ პოსტს.
„გიორგი ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, 1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტროში, ასევე, კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, რაც შეეხება მის გამოცდილებას კერძო სექტროში, ის გახლავთ „ქართუ ჯგუფის“ წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე შპს „ბურჯში“, „ქართუ მშენებელსა“ და „ბანკ ქართუში“. მას გააჩნია ყველა უნარ-ჩვევა და ყველა თვისება იმისათვის, რომ გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია მერის მოადგილის პოსტი და შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურები.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და მის წინსვლას უკავშირდება“, – განაცხადა ნარმანიამ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.
თბილისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი სოლომინიამ თანამდებობა დატოვა. გიორგი სოლომონია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს მუშაობას.