თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 18 მეცნიერი დააკავეს

0
1163
Eğitim-İş üyeleri Muğla'nın Yatağan ilçesinde başlattıkları "Laik Eğitim ve Emeğe Saygı" yürüyüşü dolayısıyla Ankara Tandoğan Meydanı'ında biraraya geldi. Kızılay Meydanı'na yürümek isteyen Eğitim-İş üyeleriyle polis arasında arbede yaşandı. Polisin uyarısına rağmen dağılmayan sendika üyelerine, tazyikli su ve biber gazıyla müdahale edildi. Müdahaleye rağmen dağılmayan Eğitim-İş Genel Başkanı Demir ve 100'den fazla sendika üyesi gözaltına alındı. (Muammer Tan - Anadolu Ajansı)

თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 18 მეცნიერი დააკავეს. ყველა მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტის დოცენტია. როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, დაკავებულებმა, სხვა ასობით თურქ მეცნიერსა და ინტელექტუალთან ერთად ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც შეიცავს მოწოდებას თურქეთის მთავრობისადმი, შეწყვიტოს ძალისმიერი ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ.

ხელისუფლების მოსაზრებით, ამ პეტიციის ხელმოწერით, მეცნიერებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც თურქეთში აკრძალული, “ქურთისტანის მუშაკთა პარტიის” მომხრეებმა ჩაიდინეს.

გარდა ამისა, თურქეთმა დაიწყო გამოძიება 90 უნივერსიტეტის 1 200 ლექტორის წინააღმდეგ, რომლებსაც “სახელწმიფოს შეურაცხყოფაში” ადანაშაულებენ. “დოიჩე ველე” წერს, რომ აშშ-მ მოუწოდა თურქეთს, თავი შეიკავოს ზეწოლისგან ხელისუფლების კრიტიკოსებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ლეგიტიმური პოლიტიკური დისკუსიის ჩახშობის მიზნით, პოლიციასა და იუსტიციის ორგანოებს იყენებს.

თავის მხრივ, თურქეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. მეცნიერთა დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება ევროპის საბჭომაც გამოთქვა.

წყარო: ipn.ge