მოსკოვში სამკერვალო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელის პაველ ასტახოვის თქმით, დაღუპულთაგან ერთი ჩვილიცაა. ხანძარი სამკერვალო ფაბრიკაში შაბათს საღამოს გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაღუპულები აზიელი მიგრანტები არიან, რომლებიც მოსკოვში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები და ღამეს ფაბრიკაში ათენებდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.