თურქეთის შესახებ სამი საერთშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სამი სხვადასხვა ანგარიში და სამი მძიმე შედეგი

0
1548

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) მმართველობის ბოლო წლებში, თურქეთი დემოკრატიულ ღირებულებებს უფრო მეტად დაშორდა. მსოფლიოში ცნობილმა სამმა ორგანიზაციამ ერთი და იგივე დღეს გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა წლიურ ანგარიშში, თურქეთი, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში აღნიშნული შენიშვნებით, მკაცრად გააკრიტიკეს.

ვაშინგტონში დაფუძნებული გავლენიანი საერთშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ქვეყნების თავისუფლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც თურქეთი “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში, ხოლო პრესის თავისუფლების კუთხით “არათავისუფალ” ქვეყნებს შორის მოხვდა. ანგარიშში თურქეთი, პრესის მიმართ განხორციელებული თავდასხმების, ხელისუფლების სასამართლო საქმეებში ჩარევის, სავარაუდო კორუფციული ბრალდებების გადაფარვის, ოპოზიციური ბიზნესმენების მიმართ საგადასახადო ჯარიმებისა და საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო მკაცრად არის გაკრიტიკებული. სტანბულში გამართულ პრესკონფერენციაზე  ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის(HRW) მიერ თურქეთის შესახებ 2016 წლის ანგარიშში, მედიაზე ზეწოლა, სასამართლოს პოლიტიზირება და მთავრობის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ ზეწოლა წინა პლანზე დგას. HRW-ის პრეზიდენტის ქენეთ როთის განცხადებით, თურქეთში ოპონენტების დაშინებით მათ გაჩუმებას ცდილობენ. “თურქეთში ლიდერები, პრეზიდენტი ბოლო წლების განმავლობაში ოპონენტების წინააღმდეგ უპრეცენდენტოდ შიშის გარემოს ქმნის. სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის დაკნინებას თურქეთი რეალურად უკან მიჰყავს.”-განაცხადა მან. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია- საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ 1995 წლიდან დღემდე ყოველწლიურად გამოქვეყნებულ კორუფციულ ინდექსის წლევანდელ შედეგებში ნათლად ჩანს, რომ თურქეთში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გამო, წინა წლებში მოპოვებული წარმატებები თავისივე ხელით უკან მიჰყავს. ცნობისთვის, წლევანდელი შედეგების მიხედვით თურქეთის მდგომარეობა 3 ქულით გაუარესდა და 42 ქულა მიენიჭა, ხოლო  ქვეყნების რეიტინგში 2 საფეხურით ჩამოქვეითდა და 168 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა.

Freedom House: ევროკავშირი (EU) ერდოღანის ქმედებებზე თვალს ხუჭავს

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, თურქეთი პრესის თავისუფლების კუთხით სირიისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად “არათავისუფალ” ქვეყნებს შორის მოხვდა. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთის ევროკავშირში(EU) გაწევრიანების პროცესი შეჩერების ზღვარზე იდგა, თუმცა 2015 წელს ლტოლვილთა კრიზისის გამო ევროკავშირს ანკარის დახმარება დასჭირდა და ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგა. “როგორც ჩანს, ისინი ერდოღანის მიერ ოპოზიციურ მედიაზე ზეწოლაზე, ნოემბრის არჩევნებამდე სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში დისკრიმინაციის გარეშე ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე და 2015 წლის რეპრესიულ ქმედებებზე თვალი დახუჭეს.”-ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის კონსტიტუციაში სასამართლოს თავისუფლებაზეა საუბარი, მთავრობას მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების და ხელფასის გაცემაზე ჯერ კიდევ სერიოზული გავლენა აქვს, “სავარაუდო კორუფციული ბრალდებების შემდეგ მთავრობამ სასამართლოზე კონტროლის დამყარების მიზნით ათასობით პოლიციელი, მოსამართლე და პროკურორი თავიდან დანიშნა და ახალი კანონი მიიღო.”-ანთქვამია განცხადებაში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთში განსაკუთრებით ბოლო წლეებში ათობით აკადემიკოსი და ჟურნალისტი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. მთავრობის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მიზეზის გამო მრავალი ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა.

Freedom House-მა გასული წლის ოქტომბერში “Koza-İpek” მედია ჰოლდინგზე განხორციელებულ თავდასხმასაც დაუთმო ადგილი. ანგარიშში, “ამ ორგანიზაციიდან 71 ჟურნალისტი დაითხოვეს. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ დარჩენილმა ჟურნალისტებმაც ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაციების მომზადება და გაშუქება დაიწყეს. ამის გარდა სატელევიზიო პლათფორმებმა ხელისუფლების მაკრიტიკებელ ტელევიზიებს სიგნალი გაუთიშა.”-ნათქვამია განცხადებაში. “Koc” ჰოლდინგში შემავალი კომპანიის “Tupras”-ის(თურქეთის ნავთობის ქარხნები) 160 მილიონი ლირით დაჯარიმებაც ‘პოლიტიკურს’ ჰგავს აღნიშნულია ანგარიშში, ასევე აზია აბნკის(Bank Asya) ანაბრის სადაზღვევო ფონდზე გადაბარება(TMSF) და ქალაქ ქაისერიში Boydak Holding-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩათვლით  ბიზნესმენების დაკავება, როგორც ოპონენტ ბიზნესმენებზე ზეწოლა ისეა აღნიშნული.

საერთაშორისო გამჭვირვალობის როგანიზაცია: კორუფციის მიმართ აღქმის ზრდა, თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული

კორუფციის აღქმის ინდექსის წლევანდელი შედეგების მიხედვით, თურქეთმა 2014 წლის დრამატული ვარდნით ბოლო 6 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი გაანულა, ახალი ვარდნით კი ნეგატიური პოზიცია შეინარჩუნა. თურქეთი წლევანდელი ქულების მიხედვით ბულგარეთთან ერთად ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩა და ევროპას უფრო დაშორდა. დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის კი 10-ე ადგილიდან 12-ე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ინდექსში თურქეთის სახელი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ლიბიისა და ბრაზილიის მსგავს წარუმატებელ ქვეყნებს შორის მოხვდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზაციის წარმომადგენელი თურქეთში, საერთაშორისო გამჭვირვალობის ასოსიაციის თავმჯდომარე ე.ოია ოზარსლანი, კორუფციული სკანდალების, გამოძიების გარეშე დახურვამ და სასამართლო პროცესში ჩარევამ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში “კორუფციული ქმედებები დაუსჯელი რჩება” და ასეთი აღქმა გამოიწვია. ანგარიშის შფასებისას ოზარსლანმა, “თურქეთის ქულების ასეთნაირად კლება, კორუფციულ პრობლემებთან ერთად თავისუფალი აზრის გამოხატვაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, პრესაზე და ინტერნეტზე შემოღებულმა შეზღუდვებმა, სასამართლოზე ზეწოლამ და უკანონო ქმედებებმა გლობალური მასშტაბით ასეთი რეაქცია გამოიწვია.”-განაცხადა მან. ოზარსლანმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მონაცემები, ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელებაზე გავლენას იქონიებს. რაც თურქეთში მოქმედ ადგილობრივ და მრავალეროვნულ კომპანიებზე ეს მდგომარეობა უშუალოდ იმოქმედებს.

“ჰიზმეთის” ტერორიზმით დადანაშაულება უსაფუძვლოა

2015 წელს თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშის გამოქვეყნებისას გამართულ შეხვედრაზე HRW-ის თურქეთის მომხსენებელმა ემა სინკლერ-ვებმა აღნიშნა, რომ თურქეთში უფუნქციო სასამართლო სისტემაა. HRW-ის  მომხსენებელმა Bugun-ის ტელევიზიაზე და ipek მედია ჯგუფზე განხორციელებული თავდასხმა ‘ძალიან უხეშ’ ქმედებად შეაფასა. “ანუ თქვენ წარმოიდგინეთ პირდააპირი ეთერის დროს ტელევიზიაში შედიან და ტელევიზიას ხურავენ. ხელისუფლება თუ ყველა სატელევიზიო არხს აკონტროლებს და მაკრიტიკებელ არხებსაც ხურავს, შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთს შავ-ბნელი მომავალი ელის”-პრესის თავისუფლების კუთხით ასე შეაფასა თურქეთის მდგომარეობა სინკლერ-ვებმა. ანგარიშში, ასევე ყველა დაკავებული ჟურნალისტის სახელი და სამართლებრივი საფუძვლის ჩვენების გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სატელიტის (Turksat) მიერ “სამანიოლის” ჯგუფში შემავალ სატელევიზიო არხების მაუწყებლობის შეწყვეტაც არის ნახსენები.

HRW-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ′ტერორისტული ორგანიზაციის′ წევრობის მოტივით ჟურნალისტების, მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციის თანამშრომლების სასამართლო პროცესი გრძელდება. “თუმცა დღემდე გიულენის მოძრაობის მიერ ძალადობრივი ქმედებები ან კიდევ ისეთი ქმედება რომელიც შეიძლება ტერორიზმად შეფასდეს, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.”-ნათქვამია ქნგარიშში და ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ეს პროცესი პოლიტიკური შურისძიებაა.

თურქეთის მომხსენებლის განცხადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი შეტაკებისას ყველაზე დიდი ზიანი მშვიდობიან მოქალაქეებს ხვდა წილად. “მაგრამ ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების მდგომარეობისა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მიერ მიღბული გადაწყვეტილებები არის მაგრამ ისინი პრაქტიკაში არ სრულდება.”-განაცხადა მან.