შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

0
1176

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა.
თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ე. ჩ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ე. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ამჟამად ე. ჩ. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.