თურქეთში მთავრობამ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთ ზამანის(Zaman) მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა. ზამანის გენერალური დირექტორი აბდულჰამით ბილიჯი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედია საშუალების მმართველობის უკანონოდ ჩაბარება, კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასია.
″მედიის თავისუფლება კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) გარანტირებულად დაცულა. ქვეყანაში ხელისუფლებამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფის მმართველობაც ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედია საშუალება დაიხურა. გონიერ და დემოკრატიული ფასეულობების დამცავ ყველას მედიის თავისუფლების და გაზეთ ზამანის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა აბდულჰამით ბილიჯიმ
თურქეთში პრეზიდენტ რეფეპ ტაიპ ერდოღანისა და 4 მინისტრის შვილთან ერთად ორგანიზებულ და ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული, ანტიკორუფციული სპეცოპერაციის სახელით ცნობილ 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, ″სამანიოლუ″ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზები მთავრობის განკარგულებით დაიხურა.