თურქეთში, ანტიკორუფციული სპეცოპერაციების მთავარი ფიგურა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ″ქველმოქმედ ბიზნესმენად″ წოდებული რეზა სარრაფი ამერიკაში დააკავეს. თურქეთში, 2013 წლის 17-25 დეკემბერს ჩატარებულ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერდოღანის მთავრობის ზოგიერთ მინისტრზე ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული შემდეგ კი მოქმედი ხელისუფლების პროკურატურაზე ზეწოლის შედეგად გათავისუფლებული, წარმოშობით ირანელი ბიზნესმენი რეზა სარრაფი, FBI -მ მაიამიდან ქვეყანაში შესვლის დროს საბაჟოზე დააკავა.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში, FBI მიერ დაკავებული სარრაფი, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით აშშ-ში თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რეზა სარრაფის დაკავების შესახებ განცხაედბა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც სარრაფის 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარრაფის გარდა FBI-მ ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი და ჰუსეინ ნეჯეფზადეც დააკავა.
ამერიკელმა პროკურორებმა, გუშინ განცხადება გააკეთეს სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი რეზა სარრაფი დაკავებულია. ნიუ-იორკის ყველაზე გახმაურებული საქმეების პროკურორის პრიტ ბჰარარას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჯონ კარლინისა და FBI-ის დირექტორის მოადგილის დიეგო როდრიგეზის განცხადებით, რეზა სარრაფი (33) და ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი (29) და ჰუსეინ ნეჯეფზადე (65) სავარაუდოდ, ირანის მთავრობის სასარგებლოდ თაღლითური გზებით ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
პროკურატურა სარრაფისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ, აშშ-ის წინააღმდეგ თაღლითობისთვის ხუთი წლით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 20 წლით, საბანკო თაღლითობისთვის 30 წლით და ფულის გათეთრებისთვის 20 წლით, მთლიანობაში 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
მათ წინააღმდეგ მომზადებულ 21 გვერდიან საგრალდებო დასკვნაში, რეზა სარრაფის საქმესთან დაკავშირებით პროკურორ ბჰარარას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ″ეს ბრალდებულები, წლების განმავლობაში ირანისა და ირანული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდნენ და მთელ მსოფლიოში ფულს ათეთრებდნენ.″-განაცხადა მან.
FBI-ის დირექტორის მოადგილემ როდრიგეზმა კი განაცხადა, რომ ″ეჭვმიტანილები 2010 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ირანული ორგანიზაციების სახელზე ფინანსურ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკის და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები დაარღვიეს.″
საბრალდებო დასკვნაში ის ირანული ორგანიზაციებია ჩამოთვლილი რომლებიც რეზა სარრაფისა და კიდევ ორი ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებული ქმედებებით სარგებელი ჰქონდათ: აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი Mellat ბანკი, ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ირანის ნაციონალური ნავთობკომპანია (NIOC), შპს ირანის ნავთობკომპანია(NICO), ირანის ნავთობკომპანია Sarl (NICO Sarl), ჰონკონგი Intertrade კომპანია(HKICO) და ირანის სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანია ჯგუფი MAPNA.
თურქეთში სარრაფის ამ ქსელთან დაკავშირებული კომპანიები კი ესენია: Royal Holding A.Ş, Durak Döviz Exchange, Al Nafees Exchange, Royal Emerald Investments; Asi Kıymetli Madenler Turizm, ECB Kuyumculuk İç ve Dış Sanayi Ticaret Limited Şirketi, Güneş General Trading
LLC.
წყარო: https://www.justice.gov/opa/pr/turkish-national-arrested-conspiring-evade-us-sanctions-against-iran-money-laundering-and