სამგორისა და გლდანის გამგებლებმა მამუკა ჩოქურმა და ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამდებობიდან გადადგომა საკადრო გადაადგილებას უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.