“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სავარაუდო ათეული ცნობილია

0
1274

“რუსთავი 2” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სავარაუდო ათეულს აქვეყნებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მისთვის ცნობილი გახდა საარჩევნო სიის პირველი ათეული, თუმცა, შესაძლოა, სია არ დაემთხვეს ოფიციალურად გამოქვეყნებულს.

„პირველი ათეულის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე და 10. სერგო რატიანი“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე პარტიის ოფისში გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.