პრემიერ-მინისტრი დღეს „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

0
1162

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარუდგენს.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა.