2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა.
თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან, 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო. ოლიმპიადაში საქართველოც მონაწილეობდა. საქართველო რიო 2016-ზე 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც სპორტის 13 სახეობაში ასპარეზობდნენ. ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა.
ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს, გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას, სწორედ იაპონია უმასპინძლებს.